ცხელი ხაზი: 292 00 55
მიმდინარე წლის 21 მაისს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათსა და ნახუნაოში დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე, წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი.
მოსახლეობას აინტერესებდა ისეთი საკითხები როგორიცაა მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა, საბანკო და სახელშეკრულებო ურთიერთობები, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული საკითხები, სოცილაურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, პირობითი სასჯელის მოხსნასთან დაკავშირებით და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხები.
ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები მოსახლეობას გაუწიეს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა ზაზა კვირკველიამ, მაია დარასელიამ და ცირა ჯავახიშვილმა.