მიმდინარე წლის 23 მაისს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, თემაზე - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

სამუშაო შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ მიხეილ ხურციძემ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ გახსნეს. 

შეხვედრას უძღვებოდა მინეაპოლისის სასამართლოს მოსამართლე, კერი მეიერი, რომელმაც ისაუბრა  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ადმინისტრირებასა და მუშაობის სტრუქტურაზე  და მონაწილეებს  აღნიშნული მიმართულებით შეერთებული შტატების გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრა წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.