ცხელი ხაზი: 292 00 55
23 მაისს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელებში ტალერსა და სალხინოში მცხოვრებ მოსახლეობასთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ადვოკატებმა წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი.
იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღეს აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ, მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ ადვოკატებმა ქეთევან გვაზავამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ, ბიუროს სპეციალისტმა მაგდა სიორდიამ და სენაკის, აბაშის და მარტვილის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა მაია რობაქიძე-ძიძავამ.