ცხელი ხაზი: 292 00 55
27 მაისს იურიდიული დახმარების სამსახურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ ფარგლებში თბილისის მე - 60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა შეხვედრა.
სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ქალთა უფლებები, ბულინგის სახეები და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა.
შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. სკოლის მოსწავლეებს გავაცანით იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჩვენი სერვისები და მიმდინარე პროექტები.