ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის - ზვიად ქობალავას ძალისხმევით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ბენეფიციარი დ. ა., რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე) შესაბამისად ჰქონდა წარდგენილი.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში გაგრძელდა. ზვიად ქობალავამ დაარწმუნა სასამართლო, რომ საქმე შეეხებოდა არა თაღლითობას, არამედ - სამოქალაქო დავას. ობიექტური პირობების გამო, დ.ა.-მ ვერ მოახერხა ვალდებულებების შესრულება. მას არანაირი თაღლითური განზრახვა არ ჰქონია. შედეგად მოსამართლემ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და დ.ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. იგი სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
ვულოცავთ ზვიად ქობალავას საქმის მოგებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ საქმიანობაში.