მიმდინარე წლის 16-20 ივლისს და 25-26 ივლისს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი კონფლიქტის მართვასა და მედიატორის უნარ-ჩვევებში.

შემოთავაზებული ტრენინგ კურსი ემსახურება საჯარო სექტორში უთანხმოებების მართვის შიდა ორგანიზაციული მექანიზმების ჩამოყალიბებას. იგი აკრედიტებულია სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ და კურსდამთავრებულები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა მედიატორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მედიატორის პრაქტიკული პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების სიმულაციურ სესიებში პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების/შეფასებისა და მედიატორის სტატუსის მოპოვების მიზნით.

ტრენინგს უძღვებოდნენ დარგის ექსპერტები და მედიატორები სოფიო ჩაჩავა და სოფიო ტყემალაძე.