31 ივლისს, რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ნორიოში საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს ესტუმრნენ.

ადვოკატებმა პატარა ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის საჩუქრები ჩაუტანეს, გაეცნენ მათ საცხოვრებელ პირობებს და მიაწოდეს ინფორმაცია არასრულწლოვანთა უფლებებთან დაკავშირებით, ესაუბრნენ ტოლერანტობის, ბულინგის, დისკრიმინაციის, თანასწორუფლებიანობის  საკითხებზე.
სტუმრებმა მასპინძლებთან ერთად ითამაშეს სხვადასხვა თამაში და შეასრულეს სხვა აქტივობები. 

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურს აქვს საქველმოქმედო აქციების კარგი ტრადიცია და  ადვოკატები კონსულტანტებთან ერთად უფასო სამართლებრივი დახმარების გარდა,  სხვა სახითაც ეხმარებიან ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ.