ცხელი ხაზი: 292 00 55
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის სოციალურმა მუშაკმა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა სამი არასრუწლოვანი ბავშვის დედისაგან განცალკევების თაობაზე და მცირე საოჯახო ტიპის სახლში მათი ცხოვრების გახანგრძლივების შესახებ.
საქმეში ჩაერთო მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნათია ბერძენიშვილი. იგი გაესაუბრა ბავშვებს, შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა სოციალური მუშაკის არგუმენტები, რომელიც არასაკმარისად მიიჩნია იმისათვის რომ მომხდარიყო ასეთი უკიდურესი ღონისძიების გამოყენება, ბავშვები მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა განცალკევდნენ მშობლისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც სააგენტომ ვერ დაასაბუთა.
შესაბამისად, ადვოკატის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც არ დაეთანხმა ბავშვების დედისაგან განცალკევებას, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრს სოციალურმა მუშაკის შუამდგომლობა და სასამართლოს გადაწყვეტილებით სამმა მცირეწლოვანმა ბავშვმა დატოვა მცირე საოჯახო ტიპის სახლი და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ბრძანება სააგენტომ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რაც არ დაკმაყოფილდა.
ვულოცავთ ნათია ბერძენიშვილს საქმის მოგებას და წარმატებას ვუსურვებთ შემდგომ საქმიანობაში.