ცხელი ხაზი: 292 00 55
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) მხარდაჭერითა და ორგანიზებით 2024 წლის 14-27 ივლისის პერიოდში, ვირჯინიის შტატში, დერილ დენცლერის სასამართლო პრაქტიკის ინსტიტუტში მიმდინარეობდა ორკვირიანი სასწავლო კურსი თემაზე - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები. კურსი გახლდათ ინტენსიური ხასიათის და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც ადვოკატები ესწრებოდნენ ამერიკელი კოლეგებისა და ექსპერტების მიერ ჩატარებულ ლექციებს სხვადასხვა თემაზე.
მოგვიანებით, მიღებული ცოდნის შესაბამისად, შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალიზებულ ტრენერებთან და მსახიობებთან ერთად მცირე ჯგუფებში შეესრულებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის საჭირო სავარჯიშოები.
ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიც არის:
✔️ კლიენტთან გასაუბრება;
✔️ შესავალი და დასკვნითი სიტყვა;
✔️ პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა; იმპიჩმენტი;
✔️ ნაფიც-მსაჯულთა შერჩევის პროცესი.