ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნათია ქვარცხავა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იცავდა ოთხი არასრულწლოვანი დედმამიშვილის ინტერესებს. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, მამა კი  ძალადობის ბრალდებით 2022 წელს იქნა დაკავებული და საპატიმროში სასჯელს დღემდე  იხდის.

ამ პერიოდში მან თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, სახლში სადაც მისი შვილები ცხოვრობდნენ.  მამის მიზანი შვილების წინაშე ნაკისრი ვალდებულების -სარჩოდ ალიმენტის თანხის გადახდისაგან თავის არიდება და მშობლის უფლება-მოვალეობის შეუსრულებლობა იყო. ახლობლებზე თვალთმაქცური გარიგებით გაასხვისა. ახალმა მფლობელმა - ბავშვების მამიდამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ბავშვების წინააღმდეგ, ითხოვდა მათ გაყვანას უკვე მის  მფლობელობაში არსებული სახლიდან.

ნათია ქვარცხავამ დაარწმუნა სასამართლო, რომ ბავშვების მამასა და მამიდას შორის  გარიგება იყო თვალთმაქცური, სინამდვილეში, მამიდას არც ზუგდიდის ბინა და სოფლის მიწის ნაკვეთი თავის ძმისგან არ შეუძენია. 

საბოლოოდ, სასამართლომ გააბათილა ისედაც ყალბი "ნასყიდობის ხელშეკრულება"და-ძმას შორის, არ დააკმაყოფილა მამიდის, როგორც უკანონო მფლობელის მოთხოვნა და ბავშვები საცხოვრებლად დარჩნენ თავიანთ სახლში. მოპასუხე მხარეს კი დაევალა სამსახურის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა. 

ვულოცავთ ნათია ქვარცხავას საქმის მოგებას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში