13 აგვისტოს ბოლო შეხვედრა ჩატარდა ქ. ფოთში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ დევნილ მოსახლეობასთან. იურისტებმა დევნილებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა უფლებების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე ბულინგის დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ტოლერანტობის საკითხებზე. შეხვედრები აღნიშნულ საკითხებზე გათვალისწინებულია 2024 წლის სამთავრობო ვალდებულებებითაც.

მეორე ეტაპზე ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას წარუდგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სათანადო აღჭურვილობით მოწყობილ მიკროავტობუსს, სადაც შესაძლებელია იურიდიული კონსულტაციის მიღება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. დაინტერესებულ; პირებს ადვოკატებმა და კონსულტანტებმა გაუწიეს კონსულტაციები- მათ შორის ქალთა უფლებებთან და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ ფოთის იურიდიული დახმარების ბიურომ მობილური საინფორმაციო და საკონსულტაციო კამპანია მიმდინარე წლის 19 მარტს დაიწყო და მთლიანად მოიცვა მისი სამოქმედო ტერიტორია - ხობის, სენაკის , აბაშის, მარტვილის მუნიციპალიტეტები და ქალაქ ფოთის ტერიტორია. ჩატარდა 50 გასვლითი ღონისძიება. კამპანიის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრა 1300 მოქალაქესთან შეხვედრა, მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 367 მოქალაქეს, ადგილზე შედგენილ იქნა 3- სამართლებრივი დოკუმენტი, ასევე მობილურ საკონსულტაციო ცენტრში დაკმაყოფილებულ იქნა შშმ პირის განცხადება ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით.

კამპანიას მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურება მოსახლეობის მხრიდან. განსაკუთრებით მუნიციპალური ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნავდა., რომ მათთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა უფასო სამართლებრივ დახმარებასა და კონსულტაციაზე. იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში.