ცხელი ხაზი: 292 00 55
13 ივნისს, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის სიღნაღის ბიუროს ადვოკატი ბექა ჯავახიშვილი შეხვდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების - დუზაგრამის, წიწმატიანს, პალდოს, თულარისა და კაზლარის მოსახლეობას.
ადვოკატმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, მიაწოდა ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის , სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთაინ ბაზაში რეგისტრაციის შესახებ და ასევე, გააცნო სამსახურის ქოლ ცენტრი, ვებგვერდი და უფარო იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო აპლიკაცია.