მიმდინარე წლის 16 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია იმყოფებოდა ნიდერლანდებში. 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა იუსტიციის სამინისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან.

ასევე გაიმართა შეხვედრა მამხილებელთა სააგენტოს თავმჯდომარესთან - ვილბერტ ტომესენთან. 

შეხვედრას ესწრებოდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - დავით სოლომონია.

შეხვედრაზე განიხილეს ჰოლანდიაში არსებული პრაქტიკა მამხილებელთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის სპეციფიკა. 

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელი კოლეგების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში მოქმედმა ინოვაციურმა რეფორმებმა.  მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის მიზნით.