20 სექტემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიორგი ჯეირანაშვილი და კონსულტანტი ნინო მასურაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელს საციხურში, რომელიც კონფლიქტისპირა ზონის სოფელია, შეხვდნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს. შეხვედრა სამთავრობო ვალდებულებების ფარგლებში ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მასში შსს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ადვოკატებმა ქალებს მიაწოდეს ინფორმაცია  იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა უფლებების, დისკრიმინაციის, ბულინგის და მიწის რეგისტრაციის საკითხებზე, ასევე შშმ პირთა და არასრულწლოვანთა უფლებებზე.