თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა სოფია ჯოლოხავამ, ორი არასრულწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედას, რომელიც "უსახლკარო პირის" სტატუსის მიღებას ცდილობდა, მოუმზადა სარჩელი და მიმართა სასამართლოს. ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ყურადღება  გაამახვილა ბავშვების საჭიროებებზე, მათ საუკეთესო ინტერესებზე, ოჯახის შემოსავალსა და დანახარჯებზე. ქალაქ თბილისის მერიის, როგორც  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივი გარემოების არასათანადო შეფასებაზე, 

პირველი ინსტანციის სასამართლომ 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სრულიად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და სასარჩელო მოთხოვნა  დააკმაყოფილა.  შესაბამისად,  მოსარჩელეებს გაუჩდათ უსახკარო პირებად დარეგისტრირების შესაძლებლობა.  ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ბენეფიციარები უზრუნველყოს დროებით სარგებლობაში ფართის გადაცემით. 

ვულოცავთ სოფია ჯოლოხავას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში!