მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნათია ბერძენიშვილი იცავდა არასრუწლოვანი გოგონას ინტერესებს ჯერ მცხეთის რაიონულ სასამართლოში, შემდგომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ბავშვი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ  თავდაპირველად განცალკევდა და საოჯახო ტიპის სახლში მოთავსდა ექვსი თვის ვადით, შემდეგ ერთი წლით გაგრძელდა განცალკევების ვადა და ამჟამად სააგენტო ითხოვდა  ვადის გაგრძელებას ერთი წლის ვადით.  

საზოგადოებრივმა ადვოკატმა შეისწავლა საქმის მასალები, შეხვდა არასრულწოვანს, მოისმინა საქმესთან დაკავშირებით მისი აზრი და გამოარკვია ეთანხმებოდა თუ არა ის წარდგენილ შუამდგომლობას, პირველ რიგში, ბავშვის აზრის მოსმენისა და მისი საუკეთესო ინტერსების გათვალისწინებით დაფიქსირდა პოზიცია სასამართლოზე, რომ მას სურდა ოჯახში დაბრუნება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული გაიზიარა. მიღებული გადაწყვეტილება  თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ, ბავშვის ინტერსებს კვლავ ნათია ბერძენიშვილი იცავდა.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი ბავშვის მშობლებისაგან განცალკევების ვადის გაგრძელების თაობაზე  და დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, აღნიშნული საბოლოოა და არ საჩივრდება. ბავშვი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში.