15 აპრილს, მარტვილში, იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის მართვის სამმართველოს იურისტი მაგდა ჯიჯელავა და სენაკის, აბაშის და მარტვილის საკონსულტაციო ცენტრების კონსულტანტი მაია რობაქიძე-ძიძავა, შეხვედნენ სკოლა-ლიცეუმ  "სხივის“ უფროსკლასელ მოსწავლეებს.

შეხვედრის თემა იყო ბავშვის უფლებათა და არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსები, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ბულინგისა და ტოლერანტობის საკითხები. მაგდა ჯიჯელავამ ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ და მაია რობაქიძე-ძიძავასთან ერთად უპასუხა მოზარდების შეკითხვებს.