ცხელი ხაზი: 292 00 55
იზოლდა მელიქიშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. 2008 წლამდე ის შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი იყო. 2008 წლიდან არის ქვემო ქართლის იურიდიულ დახმარების ბიუროს ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
იზოლდა მელიქიშვილის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, როგორც ნაწილობრივ, ასევე, სრული გამართლებით დასრულებული საქმეები.
იზოლდა მელიქიშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.