ცხელი ხაზი: 292 00 55
გვანცა შელია იურიდიული დახმარების სამსახურში 2011 წლიდან მუშაობს. მანამდე ის მუშაობდა გალი-გულირიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის გარდა, მას წარმატებით აქვს ჩაბარებული მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
გვანცა შელიას წლების განმავლობაში გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი.
მის მრავალწლიან პრაქტიკაში ბევრი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.
გვანცა შელია დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.