მთვარისა ბიგვავა იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. 2007-2008 წლებში მთვარისა ბიგვავა სამეგრელო-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატად მუშაობდა. 2008 წლიდან ის საადვოკატო საქმიანობას ეწევა სამეგრელო-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროში საერთო სპეციალიზაციით.

მთვარისა ბიგვავას ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. აქვს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლექციების კითხვის მრავალწლიანი (1999-2015) გამოცდილება.

მთვარისა ბიგვავას მრავალწლიან საადვოკატო პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.

მთვარისა ბიგვავას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლები; სისხლის სამართლის პროცესი და ადვოკატის უნარ-ჩვევები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები; გაძლიერებული კურსი სისხლის სამართლის პროცესში; ტრენერთა ტრენინგი სასამართლო ექსპერტიზის საკითხებში; ტრენერთა ტრენინგი სისხლის სამართლის პროცესში; გაძლიერებული კურსი სასამართლო უნარ-ჩვევებში; არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები; მოწინავე ტრენერთა ტრენინგი სისხლის სამართლის პროცესში; ადვოკატთა პროფესიული ეთიკა; კვალიფიკაციის ამაღლების კურსი სასამართლო ადვოკატირების უნარებში; სამართლებრივი მართლწერა და გასაჩივრების პროცედურები ევროსასამართლოში; ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესახებ; ''ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების'' საკითხებზე;

2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

მთვარისა ბიგვავა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერია. როგორც ტრენერი, იგი პერიოდულად უზიარებს თავის კოლეგებს ცოდნასა და გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: წინასასამართლო სხდომა და მტკიცებულებათა მოპოვება დაცვის მხარის მიერ; დაკავება და აღკვეთი ღონისძიების სახეები; ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციები; საპროცესო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები და სხვა.