პავლე კაკაბაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატის პოზიციაზე.

პავლე კაკაბაძის მრავალწლიან პრაქტიკაში საზოგადოებრივი ადვოკატის რანგში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენი და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.

პავლე კაკაბაძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში და 2011 წლიდან ირიცხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა რიგებში.

პავლე კაკაბაძე 2009 წლიდან აქტიურად არის ჩაბმული იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე ფუნქციონირებად სისხლის სამართლის იურიდიულ კლინიკაში და, როგორც იმერეთის-ქუთაისის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი ადვოკატი ხელს უწყობს და ეხმარება სტაჟიორებს (სტუდენტებს) პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენაში.

პავლე კაკაბაძე 2011 წლიდან, როგორც იმერეთის-ქუთაისის იურიდიული კლინიკის საზოგადოებრივი ადვოკატი, ასევე აქტიურად მონაწილეობს იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევაში და ამავე სამსახურის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდაში.

პავლე კაკაბაძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.