ოთარი რუხაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს ადვოკატის თანამდებობაზე.

ოთარი რუხაძის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები. მონაწილეობა აქვს მიღებული ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილული სისხლის სამართლის საქმეში.

ოთარი რუხაძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

ოთარი რუხაძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.