ცხელი ხაზი: 292 00 55
ირაკლი პირველი იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2007 წლიდან. იგი აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
ირაკლი პირველმა 1998 წელს დაამთავრა ქ.თბილისის სოციალურ–ეკონომიკური ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.
1998 წელს მიღებულ იქნა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიაში სტაჟიორად, რის შემდეგაც დღემდე მუშაობს ადვოკატად სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
ირაკლი პირველს მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში არაერთი წარმატებული საქმე ჰქონია, მას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი და მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატები.
ირაკლი პირველი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.