ცხელი ხაზი: 292 00 55
ლაშა რომანაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2015 წლიდან მუშაობს. იგი აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2008 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, 2010 წელს ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი
2012 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2012-2015 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას კერძოდ, როგორც ფიზიკური პირი. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატების წევრი ადვოკატი.
ლაშა რომანაძეს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის სამუშაო შეხვედრებში, ასევე, გადიოდა სტაჟირების კურსს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროში 2008-2009 წლებში.
არის დაოჯახებული ჰყავს მეუღლე და 1 შვილი