მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მენეჯერი.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2005-2006 წლებში წარმატებით გაიარა 1-წლიანი სასწავლო კურსი (კონსტიტუციური სამართალი, სამართლის ისტორია, სამართლის ფილოსოფია, სამართლებრივი სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება, საპარლამენტო დებატები) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში;

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის, ხოლო 2010 წელს - სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით;

2008 წელს გაიარა სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კლინიკაში;

2008 წელს ჩააბარა ტესტირება და აიღო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2008-2009 წლებში მუშაობდა სტაჟიორ-ადვოკატად იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში;

2009-2010 წლებში იყო იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალისტი;

2010-2014 წლებში ეკავა იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტის თანამდებობა;

2014 წლიდან დღემდე დიმიტრი სამხარაძე მუშაობს იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მენეჯერად;

სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები:

„სამოქალაქო საქმეთა განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში“, „მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება“, „სასამართლო ექსპერტიზის როლი და შესაძლებლობები მართლმსაჯულების განხორციელებაში“, „კრიმინალისტიკა და ექსპერტიზა“, „ტრენინგი მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე“, „ბავშვთა უფლებები სამოქალაქო სამართალში“, „ადვოკატთა პროფესიული ეთიკა“, „დევნილთა უფლებები“, „საგადასახადო დავა, სამოქალაქო რეესტრის საქმიანობა (მოქალაქეობა და სხვა პრაქტიკული საკითხები)“, „ექსტრადიცია - საერთაშორისო პრეცედენტები“, „საკუთრების უფლება“, „ტრენინგი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პრობლემატურ საკითხებზე“, „იურიდიული დახმარების სამსახური და მედიასთან კომუნიკაცია“, „საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართლის სიახლეები და პრობლემატიკა“, „უძრავ ქონებაზე უფლებების დაცვა მოწყვლად პირთა სამართლებრივი აღჭურვისთვის“, „საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობის სტანდარტები“, „მატერიალური სისხლის სამართალი“, „სისხლის სამართლის პროცესი და ადვოკატის უნარ-ჩვევები“, „არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები“, „ოჯახური ძალადობა“, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლები“.