23 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ადვოკატები, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვდნენ ახალციხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სემინარი გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელებს გააცნეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხები, ასევე მოძალედეებისათვის განსაზღვრული სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. საუბარი ასევე შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს.

იურიდიული დახმარების ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ, რაც მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ემსახურება.