ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს იურისტმა დღეს საინფორმაციო შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნატახტარში, მისაქციელსა და ნავაზში გამართეს.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უძრავი ქონების შეძენა–გასხვისების შესახებ კონსულტაციები გაუწიეს.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგინული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.