ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს ადვოკატები ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სემინარი გამართეს. შეხვედრა სოფლის გამგეობის შენობაში ჩატარდა.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ქალთა უფლებების საკითხები გააცნეს, აგრეთვე, მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარების შესახებ.
სოფელი დუისში კომპაქტურად ცხოვრობენ ქისტები. სემინარიც სწორედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიგეგმა.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ.