იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა, 11 მაისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორის საჯარო სკოლაში, გამართეს სემინარი, თემაზე – „ასაკი და უფლება–მოვალეობები“.

სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოსწავლეებს მათი უფლება–მოვალეობები გააცნეს, ესაუბრნენ სხვადასხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის, აგრეთვე მათი ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელების შესახებ.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ. ამგვარი ღონისძიებების მიზანია არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია.