ცხელი ხაზი: 292 00 55
24 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს გორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრაში.
შეხვედრის ფარგლებში, თავშესაფრის ბენეფიციარებს განემარტათ ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, ასევე – ქალთა უფლებები. ქალთა უფლებებზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საკუთრების უფლება, საოჯახო ურთიერთობები, ადრეული ქორწინება, შრომის უფლება, ოჯახში ძალადობის ფორმები, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და სხვა.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.