24 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა საკითხზე სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.