2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნო და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაცია მიიღო.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.