ცხელი ხაზი: 292 00 55
8 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს და მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე ესაუბრნენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.