ცხელი ხაზი: 292 00 55
16 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივები უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნენ და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაცია მიიღეს.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.