იამზე მემარნიშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2008 წლიდან მუშაობს. მუშაობის პერიოდში შესაბამისი სამინისტროდან და სამსახურის ხელმძღვანელობისგან მას მადლობის არაერთი სიგელი მიუღია.

მის მიერ მრავალი წარმატებული კონსულტაცია და სამართლებრივი დოკუმენტი მომზადებულა, რითაც დაუმსახურებია მოქალაქეთა უმრავლესობის მადლიერება და პატივისცემა.

იამზე მემარნიშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, ასევე თავად არაერთხელ ყოფილა სამართლებრივ სფეროში ტრენერი. მთელი ამ წლების გამავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ის დიდი ძალისხმევითა და თავდაუზოგავი შრომით წარმატებულად იყენებს ხალხის სამსახურში.