29 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის-სიღნაღის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის გამგეობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, კახეთის–სიღნაღის ბიუროს იურისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებს და მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს, ასევე ესაუბრნენ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის და სხვა სამართლებრივ საკითხზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.