ცხელი ხაზი: 292 00 55
7 ივლისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი-ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა, ნანა ლუტიძემ და თეა ჯანგიანმა, ქალთა უფლებების საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ზესტაფონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. შეხვედრა დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, დევნილებს განემარტათ ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, ქალთა უფლებები. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საკუთრების უფლება, კომლის ქონება, საოჯახო ურთიერთობები, ალიმენტი, სოციალური საკითხები, შრომის უფლება, ოჯახში ძალადობის ფორმები, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და სხვა.