იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატებმა 7 ივლისს საინფორმაციო შეხვედრა შუახევის რაიონის სოფელ ჭვანაში გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაცია გაუწიეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.