ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა, ლალი ალუდაურმა, 3 და 14 ივლისს მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბაიდარის, კაჩაგანისა და თექალოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში.
ღონისძიება ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა დემოკრატიული კავშირი „მტრედის“ და მარნეულის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ მიერ. შეხვედრის თემა იყო, „ძალადობა და დისკრიმინაცია ოჯახში“ და „ქალთა და არასრულწლოვანთა უფლებები“.
კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა შეხვედრის მონაწილეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნო და საინფორმაციო ბროშურები დაურიგა.