ცხელი ხაზი: 292 00 55
14 ივლისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი-ქუთაისის ბიუროში, დევნილთა საკითხებზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ორგანიზაცია „მომავლის განვითარების სახლის“ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის №320 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებები. განზოგადდა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემატიკა.
შეხვედრის მონაწილეებს შორის გაზიარებულ იქნა სასამართლო პრაქტიკა და მოსაზრებები, ასევე - დევნილთა მიმართ სამართლებრივი დახმარების შესახებ საქმიანობის შედეგები.