18 ივლისს ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროსა და ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის იურისტების მიერ გასვლითი კონსულტაციები მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებთან და სოფელ ღარის მოსახლეობასთან. 

შეხვედრისას იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტების მიერ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ. სამსახურის სერვისებისა და მომსხაურების პირობების შესახებ. შეხვედრისას განხილულ იქნა უძრავი ქონების რეგსიტრაციის წესი, სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხი და მინიჭებული ქულების გასაჩივრების წესი, ოჯახში ძალადობასა და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა, შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე ადგილზევე დასვეს შეკითხვები და მიიღეს პასუხები.