ცხელი ხაზი: 292 00 55
4 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ქალაქ ყვარელში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარელის რაიონულ განყოფილებაში. გასვლითი კონსულტაციის მიზანი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ინფორმირება იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ. ბიუროს ადვოკატმა, ალექსი ტუსნიაშვილმა, დამსწრეებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის თავისებურებები, მხარდაჭერის მიმღებთა საქმეებთან დაკავშირებით საქმის წარმოების წესები, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრების უფლებები, სასამართლოში სოციალურად დაუცველთა უფასოდ მომსახურების კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები. დამსწრეებს გადაეცათ სამსახურის ბუკლეტები.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.