ცხელი ხაზი: 292 00 55
10 ოქტომბერს, აჭარის იურიდიული დახმარების ბიურომ კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი კონსულტაცია ჩაატარა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახაბრის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ბიუროს წარმოადგენდნენ კონსულტანტი ნატო ირემაძე, სპეციალისტი ელზა ჩიქოვანი.
თავდაპირველად საუბარი შეეხო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობასა და ფუნქციებს. შეხვედრა ემსახურებოდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას მოსახლეობისათვის.
ადგილობრივებს განემარტათ თუ რა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ იურიდიული დახმარების სამსახურში. ასევე გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.
აჭარის იურიდიული დახმარების ბიურო მსგავსი შეხვედრების გამართვას მომავალშიც გეგმავს.