ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს და მესტიის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა მესტიაში ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდნენ მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მესტიის იუსტიციის სახლისა და პროფესიული კოლეჯის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს.
საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაცია გაუწიეს.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.