2017 წლის 12 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროსა და ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრის იურისტების მიერ გასვლითი კონსულტაციები  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გურიანთასა და ოზურგეთში მოეწყო. შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან გაიმართა.

ურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებმა მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის პირობები გააცნეს, ასევე ესაუბრნენ უძრავი ქონების რეგსიტრაციის, სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.