ცხელი ხაზი: 292 00 55
დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. თბილისის ბიუროსა და სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომელმა სისხლი ნებაყოფლობით და უანგაროდ გაიღეს. შესაბამისი პროცედურები შპს "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა" ჩაატარა.
შპს "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება. საქართველოში კლინიკების სისხლით უზრუნველყოფა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, რადგან დონაციის კულტურა არცისე ფართოდაა დამკვიდრებული.
იურიდიული დამხმარების სამსახურის თანამშრომლები კი, თავიანთი უშუალო მოვალეობის შესრულების გარდა, რაც მოსახლეობისთვის იურიდიული დახმარების აღმოჩენას გულისხმობს, პერიოდულად მონაწილეობენ სისხლის ჩაბარების საქველმომედო აქციებშიც.