იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატი სოსო ფაცაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა ბრალდებულ ტ.ნ–ს ინტერესებს. მას, ვაკე–საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117 მუხლებით ბრალი წაუყენა თანამზრახველთან ერთად, ერთ–ერთი მოქალაქის კუთვნილი, წყლის გამაცხებელი ავზის ქურდობის მცდელობისთვის. 

2017 წლის 3 ოქტომბერს გამართულ სასამრთლოს სხდომაზე ბრალდებამ   მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის მქონე ჩვენებები წარმოადგინა. ადვოკატ სოსო ფაცაციას ინიციატივით კი, დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს თავიანთი საექსპერტო დასკვნების სიმართლე – გამოძიების მიერ ამოღებულ ნივთებზე ბრალდებულების კვალი არ აღმოჩნდა. 

ამ და სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოსამართლე ლალი მსხილაძემ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტები და ბრალდებული ტ.ნ. უდანაშაულოდ ცნო და  სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა