ცხელი ხაზი: 292 00 55
5 დეკემბერს იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროში, ევროკავშირისა ორგანიზებით მიმდინარე საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, გაიმართა პრეს–კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო იურიდიული დახმარების სამსახურის 10-წლიანი საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები, წარმატებული საქმეები და ბენეფიციარები, რომლებმაც ისარგებლეს საზოგადოებრივი ადვოკატების მაღალკვალიფიციური მომსახურებით.
იურიდიული დახმარების შექმნის მიზნით თავდაპირველად განხორციელდა პილოტური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში გახსნილი იყო მხოლოდ ორი ბიურო – თბილისში – გლდანი-ნაძალადევის რაიონის და ზესტაფონის ბიუროები. პილოტური პროექტი ხორციელდებოდა 2005-2007 წლების პერიოდში და ამ პილოტირების განმავლობაში მიღწეული წარმატებები გახდა იმის საწინდარი, რომ უფასო იურიდიული დახმარების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელებულიყო.
2007 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლითაც საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახურის არსებობას ჩაეყარა საფუძველი. გასული 10 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახური გამუდმებით ვითარდებოდა. სამსახურის მიერ განუწყვეტლივ ხდებოდა მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის ზრდა - საქართველოში უკვე გახნილია იურიდიული დახმარების 12 ბიურო და 7 საკონსულტაციო ცენტრი. რაც აფართოებს შესაძლებლობებს მოსახლეობისთვის უფრო ახლოს მიიღოს უფასო იურიდიული დახმარება. ასევე, სამსახურის მიერ გამუდმებით ხდება სამართლის ახალი სფეროების დაფარვა. მაგალითად, 2015 წლიდან სამსახურმა დაიწყო სერვისის მიწოდება სამოქალაქო სამართლის ზოგიერთი კატეგორიის საქმეზე – არასრულწლოვან ბრალდებელთა, დაზარებულთა და მოწმეთა დაცვა, წარმომადგენლობის განხორციელება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებით და სხვა.
გასული ათი წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურმა ასეულობით ათას ადამიანს გაუწია უფასო მომსახურება. ცოტა ხნის წინ მოხდა სამსახურის მიერ 150 000–ე კონსულტაციის გაწევა. ამავე პერიოდში თითქმის 100 000-მდე სისხლის და სამოქალაქო სამართლის საქმეზე განხორციელდა წარმომადგენლობა.
მრავალ მოქალაქეს გაუწია დახმარება იმერეთის-ზესტაფონის ბიურომაც. ზესტაფონის ბიურო თავის საქმიანობას ახორციელებს ხუთი რაიონის ტერიტორიაზე. მხოლოდ ზესტაფონის ბიუროს მიერ გასული წლების განმავლობაში გაწეული იქნა 10 ათასამდე კონსულტაცია და წარმომადგენლობის განხორციელება 2 ათასამდე სისხლისა და სამოქალაქო საქმეებზე.
სამსახური აგრძელებს განვითარებას და მომავალშიც გეგმავს მუშაობის გაგრძელებას – მოსახლეობისათვის გაუმჯობესებული მომსახურების გაწევას. კერძოდ, იგეგმება სამოქალაქო სამართლის ახალი კატეგორიის საქმეების დამატება. ასევე, იგეგმება ონლაინ მომსახურების დანერგვა, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას სახლიდან გაუსვლელად მიიღოს პასუხები ამა თუ იმ სამართლებრივ საკითხებზე.
https://www.youtube.com/watch?v=4pmPK8B61pU&feature=share