ცხელი ხაზი: 292 00 55
ნათია ბერძენიშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2011 წლის სექტემბრიდან, თავდაპირველად კონსულტანტის თანამდებობაზე, 2015 წლის 15 აპრილიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2010 წლის 01 ივლისიდან 2011 წლის სექტემბრამდე მუშაობდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის იურისტად.
მას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი და მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი, როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, გავლილი აქვს კურსი საქპატენტის ბაზაზე შექმნილ სასწავლო ცენტრში ინტელეტუალური საკუთრების სამართლის კურსი და მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატი.
2016, 2017 წელს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის გამოეცხადა მადლობა.
ნათია ბერძენიშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.