სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს – ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროში მაია დარასელია 2008 წლიდან მუშაობდა კონსულტანტად, ხოლო 2016 წლიდან დღემდე მუშაობს  სამოქალაქო და ადმინისტრაციული  სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატის თანამდებობაზე.

2006 წელს ჩაბარებული აქვს  ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით და არის სსიპ ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. 

2011-2012 წლებში ჩართული იყო გაეროს განვითარების პროგრამაში “სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა ადგილობრივი იურიდიული დახმარების ბიუროების მეშვეობით“ იურისტ–კონსულტანტის პოზიციაზე.

მაია დარასელიას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი და სასწავლო კურსი, როგორებიცაა: ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები, საგადასახადო სამართალი, სანივთო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  საკითხებში  და ა.შ. 

2017 წლიდან არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი.

2017 წ. ჩაბარებული აქვს საარჩევნო მოხელის გამოცდები.

 2017 წლიდან არის სსიპ ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი.

მაია დარასელიას მრავალწლიან პრაქტიკაში  არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა.

2010 და 2016 წელს ს.ს.ი.პ. “იურიდიული დახმარების სამსახური”–ს დირექტორის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის გამოეცხადა მადლობა.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.